შვედეთის მხარდაჭერით ოჯახების გაძლიერების  ოთხწლიანი პროექტი იწყება

შვედეთის მხარდაჭერით ოთხწლიანი საპილოტე ინიციატივის განხორციელება - „ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის“ დაიწყო, რომლის მიზანი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა საქართველოში.

პრესამსახურის ინფორმაციით, პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით World Vision გერმანიის, World Vision საქართველოს და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის (DRC) მიერ ხორციელდება.

„მხარეებს შორის დღეს ხელი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ოფიციალურად მოეწერა.

ინიციატივა ხელს უწყობს სიღარიბეში მცხოვრები 780 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. პროექტის ფარგლებში შერჩეული ოჯახები ოთხი წლის მანძილზე საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ: სოციალური დაცვა, საარსებო წყაროების უზრუნველყოფა, ფინანსური განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა. პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევრომდე შეადგენს და საქართველოს 5 რეგიონს (კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და სამეგრელო) დაფარავს.

პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევის სტრატეგიას და გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად ისახავს საუკეთესო მიდგომების საქართველოს სოციალური მომსახურების სისტემაში ინტეგრირებას, მათ შორის ისეთ კრიტიკულ სფეროში როგორიცაა დასაქმება და შემოსავლის უზრუნველყოფა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა