ნიკა მელია - ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ - ისტორიულ არჩევანს თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი არაფერი დაგრჩება

ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ - ახლა ისტორიულ არჩევანს თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი არაფერი აღარ დაგრჩება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციასა და სამოქალაქო სექტორს შორის სამოქმედო გეგმაზე კონსულტაციების დაწყებამდე განაცხადა.

ნიკა მელიას თქმით, დღეს ყველა უნდა გაერთიანდეს და პასიური მოქალაქეებიც კი აქტიურ მოქალაქეებად უნდა გადაიქცეს.

„ევროპისკენ სვლა არის საქართველოს ისტორიული არჩევანი. ჩვენ ყოველთვის დავმდგარვართ მტკივნეული დილემის წინაშე: თავისუფლება თუ მორჩილება და ქართველი ხალხის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არჩევანი გაკეთებულა თავისუფლების სასარგებლოდ და დღესაც საზოგადოება ამბობს, რომ დიახ, არჩევანს ვაკეთებთ თავისუფლების სასარგებლოდ.

ახლა ყველანი ისტორიული არჩევანის დასაცავად უნდა გავერთიანდეთ. ხოლო როდესაც ჩვენ უზრუნველვყოფთ ისტორიული არჩევანის გარანტირებულად წესრიგში მოყვანას, სუვერენიტეტს საფრთხე აღარ დაემუქრება, შემდეგ გავაკეთებთ სხვადასხვა ტიპის არჩევანს, მოქალაქე ხმას მისცემს ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, ხოლო ახლა ისტორიულ არჩევანს თუ ვერ იცავ, მომავალში ასარჩევი არაფერი აღარ დაგრჩება. იქნება ეს პოლიტიკოსი, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფის წარმომადგენელი თუ გუშინდელი პასიური მოქალაქე, რომელიც საკუთარ ნებას გამოხატავდა მხოლოდ არჩევნებზე მისვლით, დღეს ასეთი უკანასკნელი მოქალაქეც კი უნდა გადაიქცეს აქტიურ მოქალაქედ და ასეთ შემთხვევაში კომუნიზმი და ძალიან მძიმე, ვერაგი დიქტატორები დამარცხებულან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი