მედიის წარმომადგენლებს არც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება ეძლევათ

მედიის წარმომადგენლებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მსგავსად, არც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება ეძლევათ.

კომიტეტის დღის წესრიგში 4 საკითხია განსაზღვრული, მათ შორის, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი 14:00 საათზე გაიხსნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით წინადადების დაყენება მოითხოვა, კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიციონერ წევრებს დღის წესრიგთან დაკავშირებით საკუთარი წინადადების გაჟღერების საშუალება, რომელიც დღის წესრიგისთვის აგენტების კანონპროექტების დამატებას ითვალისწინებდა, არ მიეცათ. მიხეილ სარჯველაძემ მათ მიმართა, რომ "დებოშის მოწყობის საშუალებას არ მისცემდა" და შესვენება გამოაცხადა. რამდენიმე წუთიანი შესვენების შემდეგ კი სხდომა გახსნა და სხდომის გადადების თაობაზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სხდომა კონსტიტუციის დარბაზის ნაცვლად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასრულების შემდეგ, გაგრძელდებოდა პირველი რესპუბლიკის დარბაზში, სადაც იმ დროისთვის აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა ახლა პირველი რესპუბლიკის დარბაზში მიმდინარეობს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა