თეა ახვლედიანი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორებს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის" 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტის განხილვების ფარგლებში სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელ მდივანთან იზაბელა ოსიპოვასთან და საბჭოს კოორდინატორთან კობა ჩოფლიანთან შეხვედრა გამართა.

როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წწ. სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები, ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის აქტუალური თემები და საკითხები.

“სახელმწიფო მინისტრმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა მათ როლს პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობის გაგრძელების მზაობა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა