აშშ-მა რუს დიპლომატებს ვიზების გაცემაზე უარი უთხრა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რამდენიმე რუს დიპლომატს, რომლებიც აპირებდნენ მონაწილეობა მიეღოთ გაერო-ს შტაბ-ბინაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, ვიზებიც გაცემაზე უარი უთხრა.

ამის შესახებ რუსულ მედიას რუსეთის წარმომადგენელმა ირინა ტიაჟლოვამ ჯგუფის შეხვედრაზე განუცხადა.

„კიდევ ერთხელ, შეერთებულმა შტატებმა, უსაფუძვლოდ და გამომწვევად, უარი თქვა ვიზების გაცემაზე რუსეთის უწყებათაშორისი დელეგაციის ცალკეულ წევრებზე. ასეთი ნაბიჯი ადრეც გადაიდგა მისი ხელმძღვანელის წინააღმდეგ. ეს არის ვაშინგტონის მიერ გაერო-ს შტაბ-ბინის მუშაობის უზრუნველყოფის ვალდებულების უხეში დარღვევა“, - განაცხადა ტიაჟლოვამ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე