ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე საკანონმდებლო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარმოდგენილ ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ლევან იოსელიანის კანდიდატურა წარდგენილი იქნება პლენარულ სხდომაზე და განხილვის გარეშე იქნას გადაწყვეტილება მიღებული.

„შემდეგი საკითხი გახლავთ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ მიერ საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე ასარჩევად წარმოდგენილი ლევან იოსელიანის კანდიდატურის განხილვა. აქ ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ წარდგენილ იქნას კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე და განხილვის გარეშე იქნას მისი კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა გენდერული თანასწორობის კონცეფციის დოკუმენტს, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნინო წილოსანის მიერ იყო წარმოდგენილი.

ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ პროექტს: „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია 2020-2023 წლებისათვის“, რომელიც პრემიერის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა წარმოადგინა.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა