შშმ პირები განცხადებას ავრცელებენ - არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი

არ მიიღოთ ანტისახელმწიფოებრივი, არაკონსტიტუციური კანონი, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები ავრცელებენ.

განცხადების თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდები „კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან“ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ.

განცხადებაში ისინი მოუწოდებენ პარლამენტს, გაითვალისწინოს შშმ პირების საჭიროებები და ინტერესები და არ დაუჭიროს მხარი „ რუსულ კანონპროექტს“.

„აღნიშნული კანონი დააზიანებს არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც კიდევ უფრო მოწყვლადები ვართ.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დასაქმებული ნაწილის უმრავლესობა საქმიანობს არასამთავრობო ორგანიზაციებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უმრავლესობას ერთხელ მაინც უსარგებლია უცხოური დაფინანსებით განხორციელებული პროგრამებით, მომსახურებებითა და სერვისებით.

უცხოური დონაციებისა და დაფინანსებების დამსახურებაა, რომ გვაქვს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენცია, ინკლუზიური განათლება სკოლებში, რომ არსებობს დიდი ზომის ინსტიტუციების ალტერნატივა საოჯახო ტიპის საცხოვრისები, უფასო სასწავლო კურსები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის და ა.შ.

თავად რატი იონათამიშვილი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმას საკანონმდებლო ორგანოში, წლების განმავლობაში თანამშრომლობდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მის ხელში გაიარა უამრავმა დაფინანსებამ უცხოური წყაროებიდან, მას დიდი წვლილი მიუძღვის არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებაში.

ამ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, ჩვენ ვერ მივიღებთ ჩვენთვის აუცილებელ სერვისებსა და მომსახურებებს, შეფერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა, ხელი შეეშლება ჩვენს საზოგადოებრივ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ თანამონაწილეობას, შეგვეზღუდება ავტონომია და დამოუკიდებელი ცხოვრება. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტი საფრთხეს უქმნის ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების თვითმიზანი კი - ევროკავშირია.

აქედან გამომდინარე, თქვენ ვალდებულები ხართ, გაითვალისწინოთ ჩვენი საჭიროებები და ინტერესები, არ დაუჭიროთ მხარი ჩვენ საწინააღმდეგო, რუსულ კანონპროექტს!“,- აღნიშნულია მიმართაში.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს