საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ - შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს - მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის

მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის, - ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ განცხადებაშია ნათქვამი.

კლუბი სოციალურ ქსელში წერს, რომ შეუძლებელია გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს.

„რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი.

რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის.

რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ.

რადგან თავად საქართველოა ევროპა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს