მესე ბერლინის დირექტორი - ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა - თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საოცარ ქვეყანაში იმოგზაუროთ

მე ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საოცარ ქვეყანაში იმოგზაუროთ, - ამის შესახებ მესე ბერლინის დირექტორმა დირკ ჰოფმანმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.

დირკ ჰოფმანმა იმედი გამოთქვა, რომ ყველას გაეზრდება სურვილი, საქართველოში იმოგზაუროს. „ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ყველა ვიმყოფებით ბერლინის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში, სადაც ტარდება საერთაშორისო ტურიზმის გამოფენა. მიხარია, რომ ყველანი ვხვდებით ერთმანეთს და განსაკუთრებული მილოცვით მინდა მივესალმო ყველა ქვეყანას და განსაკუთრებით მასპინძელ ქვეყანას, საქართველოს და მის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს. ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო. მე ძალიან მიხარია, რომ საქართველო არის წლევანდელი ღონისძიების მასპინძელი ქვეყანა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ საოცარ ქვეყანაში იმოგზაუროთ მენტალურად ამ კონკრეტულ შემთხვევაში და შემდეგ უკვე ფიზიკურად და ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ თქვენი ურთიერთობა ამ მიმართულებით. მე იმედი მაქვს, რომ ყველას გაგვეზრდება სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ვიმოგზაუროთ", - განაცხადა დირკ ჰოფმანმა.

გიორგი ბილანიშვილი - რუსეთს არც ერთ ფუნდამენტურ საკითხში საქართველოს მიმართებაში საკუთარი დამოკიდებულება ჩვენთვის სასარგებლოდ არ შეუცვლია, ხოლო საქართველოზე გავლენის ბერკეტები კი განიმტკიცა და გაზარდა
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
რატომ უნდა შეიძინოთ მშენებარე ბინა ნუცუბიძეზე?
26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნა
„არქი მაიამი“ – დეველოპერული კომპანია „არქი“ ფლორიდის შტატში, მაიამისთან მულტიფუნქციურ კომპლექსს ააშენებს