ენტონი ბლინკენმა და გაბრიელუს ლანდსბერგისმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და ლიეუტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელუს ლანდსბერგისმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შეერთებული შტატებისა და ლიეტუვის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, რომელიც იცავს საკუთარ ტერიტორიას და დემოკრატიას რუსეთის სასტიკი და არაპროვოცირებული შეჭრისგან, - ამის შესახებ ენტონი ბლინკენისა და გაბრიელუს ლანდსბერგისის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.

„ორი ლიდერი მოწოდებულია, გააგრძელოს რუსეთისთვის მძიმე ეკონომიკური ხარჯების დაწესება სანქციების გზით და რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაწესება. მათ ასევე პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს, ხოლო მოკავშირეებსა და პარტნიორებს იგივესკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ენტონი ბლინკენმა და გაბრიელუს ლანდსბერგისმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ და გაიყვანოს მთელი თავისი ძალები და სამხედრო ტექნიკა უკრაინის ტერიტორიიდან.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა