ჩრდილოეთ კორეა - აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი საცდელი რაკეტის ჩამოგდება ომის გამოცხადებად აღიქმება

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება შეერთებულ შტატებს აფრთხილებს. მათი თქმით, აშშ-ის მხრიდან ჩრდილოეთ კორეის კუთვნილი საცდელი რაკეტის ჩამოგდება ომის გამოცხადებად აღიქმება.

ოფიციალური ფხენიანის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო წვრთნები კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაციის გამწვავებას იწვევს.

მათივე თქმით, ჩრდილოეთ კორეა რაკეტების ტესტირებას მოწინააღმდეგის წვრთნების პარალელურად გააგრძელებს.

აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი წვრთნები 13 მარტს დაიწყება და 23 მარტს დასრულდება. მასში მონაწილეობას 28 500 ამერიკელი ჯარისკაცი მიიღებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა