ანა ნაცვლიშვილი - მანდატურების პატივისცემა თქვენი მხრიდან იცით რაში უნდა გამოიხატოს? ბრძანებებს არ უნდა აძლევდეთ, რომ სამსახურებს დაგატოვებინებთ თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაიყვანთ აქედანო

მანდატურების პატივისცემა თქვენი მხრიდან იცით რაში უნდა გამოიხატოს? ბრძანებებს არ უნდა აძლევდეთ და არ ეუბნებოდეთ, რომ სამსახურებს დაგატოვებინებთ თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაიყვანთ აქედანო - ნუ აყენებთ ამ ხალხს კუთხეში!- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თანამშრომლების პატივისცემას სჭირდება პრაქტიკული გამოხატულება.

„იდეაში, რომ პატივს უნდა ვცემდეთ პარლამენტის თანამშრომლებს, გეთანხმებით! ამას სჭირდება პრაქტიკული გამოხატულება და ამ ადამიანების პატივისცემა თქვენი მხრიდან იცით რაში უნდა გამოიხატოს? ბრძანებებს არ უნდა აძლევდეთ და არ ეუბნებოდეთ, რომ სამსახურებს დაგატოვებინებთ თუ ოპოზიციონერ დეპუტატებს არ გაიყვანთ აქედანო. აი, მაგაში გამოხატეთ ამ ხალხის პატივისცემა და ნუ აყენებთ ამ ხალხს კუთხეში! მე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა, გუშინ, დავტოვე ამ ხალხის პატივისცემით. ამათ წნეხავთ თქვენ, მაგით ხართ თქვენ ყოჩაღები სხვა ადამიანების ხარჯზე!“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ როცა დეპუტატი არ ემორჩილება სხდომის თავმჯდომარეს რომ დატოვოს სხდომა, მანდატურის სამსახური მითითებებს ასრულებს.

„მანდატურის სამსახური მოქმედებს სრულად ჩემი მითითების საფუძველზე. მათ შორის, წესრიგის დაცვასთან დაკავშირებით. როცა არ ემორჩილებით სხდომის თავმჯდომარეს რომ დაგატოვებინოთ სხდომა. რაც შეეხება გაძევებასა და ა.შ, თუ არ იქნება დაცული წესრიგი სხდომისას, ან შენობაში, რა თქმა უნდა დაგატოვებინებენ ადგილს, აბა როგორ გინდათ? არ გინდათ პატივისცემა საპარლამენტო ცხოვრების“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა