შსს - მოთხილამურე პატრულები დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას სათხილამურო სეზონის დასრულებამდე განაგრძობენ - სეზონის ბოლომდე მობილიზებული იქნებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებიც

ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატი „ბაკურიანი 2023“ დასრულდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სრულად იყო მობილიზებული შსს-ს შესაბამისი დანაყოფები, რომლებმაც უზრუნველყვეს „ბაკურიანი 2023-ის“ მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

„კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები დაბა ბაკურიანში 24-საათის განმავლობაში იცავდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, აგრეთვე, უცხოელი ვიზიტორების, დამსვენებლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას. დაცვის პოლიციის თანამშრომლები ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ. მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა, მათ შორის მოსრიალე ბავშვების უსაფრთხოებას იცავდნენ. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები კი უზრუნველყოფდნენ შეჯიბრებაში მონაწილე სპორტსმენების უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას, ასევე, დაწესებული სატრანსპორტო რეგულაციების აღსრულებას.

მოთხილამურე პატრულები სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოების დაცვას სათხილამურო სეზონის დასრულებამდე განაგრძობენ. ასევე, სეზონის ბოლომდე მობილიზებული იქნებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით, რათა საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ სახანძრო-სამაშველო ღონისძიებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი დანაყოფები კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა