ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის ანტიცივილიზაციური მთავრობა და ამიტომ საქართველოს ყველა მოქალაქის მოვალეობაა აქციებზე ყოფნა და იმის გაპროტესტება, რომ საქართველოს უკეტავენ განვითარების ევროპულ გზას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც ე.წ. აგენტების კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
მისივე თქმით, „ყველა ილუზია გაქრა იმასთან დაკავშირებით, რას წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლება“.
"მე, რასაც ახლა ვხედავ, მხოლოდ რამდენჯერმე მინახავს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. ეს არის, როდესაც ხალხი თვითონ გამოდის, როცა მას არ სჭირდება ორგანიზება. ასეთი პროტესტი არასდროს დამარცხებულა და დარწმუნებული ვარ, რომ არც ახლა იქნება დამარცხებული," - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"