დავით ბაქრაძე - ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველო დარჩება ევროკავშირის და ნატო-ს გარეთ, დარჩება ჩაძირული დაპირისპირების და ზიზღის ჭაობში, მყარად მიჯაჭვული რუსულ ორბიტაზე

ე.წ. აგენტების კანონი მიღების შემთხვევაში მოიტანს მეტ დაპირისპირებას და ერთმანეთის ზიზღს ქართულ საზოგადოებაში, ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ 90- ანი წლების ძმათამკვლელ უბედურებას, საქართველოს ჩაეკეტება გზა ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი კანონი ქვეყანას რუსულ ორბიტას მიაჯაჭვავს.

„ახირების გამო ეს ქვეყანა კარგავს ევროპული მომავლის პერსპექტივას და თითოეული ოჯახი საქართველოში კარგავს ნორმალურად ცხოვრების შანსს. დიახ, ეს არის რუსული კანონი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველოს ჩაეკეტება გზა ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ და ამას მკაფიოდ გვეუბნება ყველა ჩვენი პარტნიორი. ეს არის კანონი, რომელიც მოიტანს მეტ დაპირისპირებას და ერთმანეთის ზიზღს ქართულ საზოგადოებაში და ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ 90-იანი წლების ძმათამკვლელი უბედურება, მათ შორის, დაიწყო სწორედ ერთმანეთის მიმართ ასეთი სახელების და აგენტების ძახილით. ასე რომ, ეს არის კანონი, რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველო დარჩება ევროკავშირის და ნატო-ს გარეთ, დარჩება ჩაძირული დაპირისპირების და ზიზღის ჭაობში, მეგობრების გარეშე და მყარად მიჯაჭვული რუსული ორბიტაზე. ეს არის ლაკმუსის ქაღალდი ჩვენი ხვალინდელი დღისთვის. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც აპროტესტებს მას და მიმაჩნია, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ბრძოლა არის მთელი საზოგადოების ამოცანა“, - განაცხადა ბაქარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან