სალომე სამადაშვილი - დღეს ჩვენ ქვეყანაში არის ერთადერთი „ომის პარტია“ და მას ჰქვია „რუსული ოცნება“ - ეს ხალხი აწარმოებს ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ

დღეს ჩვენ ქვეყანაში არის ერთადერთი „ომის პარტია“. ამ „ომის პარტიას“ ჰქვია „რუსული ოცნება“ და რუსი ხალხის ძალა. ეს ხალხი აწარმოებს ომს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ჩვენი კონსტიტუციისა და ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს „ქართულმა ოცნებამ“ შეარბილა ტონი, „შეეშინდათ ქუჩაში გამოსული ხალხის, შეეშინდათ ამერიკიდან სპეციალურად ჩამოსული დელეგაციის, შეეშინდათ იმის, რომ შოპინგზე ვეღარ ივლიან ევროპაში და ამერიკაში“.

„სხვა რისთვის დადიხართ იქ [ევროპაში და ამერიკაში], არავინ იცის. თქვენი ვოიაჟების შედეგი არავის არ უნახავს და ახლა იძახიან, რომ შევცვლით აგენტის დასახელებასო, მაგრამ შინაარსს იგივეს დავატოვებთო. ეგ არსად გაგივათ. თქვენ, მთელი ეს ამბავი, რეალურად იმიტომ წამოიწყეთ, რომ არაფერს არ აკეთებთ, არანაირ ევროკავშირის რეკომენდაციებს არ ასრულებთ და იცით, ძალიან კარგად, რომ ესე თუ გააგრძელებთ ვერ მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ახლა მოიგონეთ ეს აგენტების კანონი სწორედ ამ მიზნით და არავინ ტყუვდება. შეგიძლიათ, რომ დაუძახოთ ამ კანონს ამერიკული კანონი და მე მაინტერესებს, მერე რა ამერიკულ კანონს, რომ დაუძახებთ?! აშშ-ში ფედერალურ დონეზე და 23 შტატში არის სიკვდილით დასჯა დაშვებული და ამიტომ აშშ-ს რომ უნდოდეს, თეორიულად, ევროსაბჭოში გაწევრიანება, ვერ გაწევრიანდება“, - აღნიშნა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში არ მიიღებენ თუ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს მიიღებს.

„ევროკავშირი, რომ გეუბნება - ამ კანონს თუ მიიღებ, ჩემთან არაფერი გესაქმებაო, გინდა ამერიკული დაუძახეთ, გინდა მექსიკური და გინდა ბრაზილიური ამ კანონს, იმიტომ, რომ გეუბნებით, ევროკავშირში არ მიგიღებენ, ვერ შეხვალთ ამ კანონით“, - აღნიშნა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

როგორც სამადაშვილმა განაცხადა, „სხდომებზე სამარცხვინო დეპუტატები, კომიტეტის თავმჯდომარეები ვიხილეთ, ზოგიერთ მათგანს საკუთარმა სტუდენტმა გასცა პასუხი და ეს არის სწორი“.

„მაგალითად, ბატონ სამხარაძეს ბოიკოტი გამოუცხადეს საკუთარმა სტუდენტებმა, ვფიქრობ, რომ სწორი იქნება ასე მოიქცეს დღეს ქვეყანაში ყველა სტუდენტი და არავინ დაესწროს არცერთ ლექციას, რომელსაც ეს მატყუარა, სამარცხვინო, ორმაგი სტანდარტების ხალხი ჩაატარებს. მაგრამ არსებობენ კიდევ მუნჯი დეპუტატები, რომლებსაც პირდაპირ ეხებათ ამ ევროპული ქვეყნის მომავალი. აი, ქალბატონი ბოჭორიშვილი სად არის?! მაინტერესებს! ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა, რას ფიქრობს ამ კანონზე?! ფიქრობს, ამ კანონში აგენტს თუ ამოიღებ და რამე სხვას დაარქმევთ, ევროკავშირი იტყვის, რომ მაშინ, კარგი?! საინტერესოა, რას ფიქრობს. საზოგადოებას უნდა უთხრას“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, სიმართლე მარტივია და „ქართულ ოცნებას“ უკრაინის გამარჯვების ეშინია.

„თქვენ გეშინიათ უკრაინის გამარჯვების, ამიტომ არ ჩახვედით უკრაინაში 24 თებერვალს. გეშინიათ, რომ დამარცხებულ პუტინს თქვენც ზედ მიყვებით და ახლა ფიქრობთ, რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიას გააუქმებთ, მაგრამ ვერ გააუქმებთ, ამას გეუბნებით ჩვენ“, - დასძინა სამადაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა