კახა ოქრიაშვილი - ვინც ხმას მისცემს ბატონ იოსელიანს, მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პარლამენტს და პოლიტიკის მიღმა!

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს „ოცნება“ აპირებს ბატონი იოსელიანის დანიშვნას და არა არჩევას სახალხო დამცველის პოსტზე. არანაირი პიროვნული პრეტენზია მის მიმართ არ გამაჩნია. უბრალოდ, ბატონი იოსელიანი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა. ის არის „ქართული ოცნების“ მოკავშირე პარტიის წევრი და შესაბამისად, შეიძლება „ოცნების“ წევრად ჩაითვალოს. სახალხო დამცველის ინსტიტუტი კი, კონსტიტუციის თანახმად, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა და არც მე და არც ქართულ საზოგადოებას, არანაირი საფუძველი არ გაგვაჩნია ვიფიქროთ, იოსელიანი ამ პოსტზე დამოუკიდებელი იქნება და არ გაატარებს მმართველი პარტიის ინტერესებს.

ძალიან საინტერესოა, ვინ დაუჭერს მხარს მის კანდიდატურას, ვგულისხმობ იმ პარტიებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს, ვინც თავს ოპოზიციურ სუბიექტებად მიიჩნევენ: „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, უფრაქციო დეპუტატები - იოსელიანის მხარდაჭერა პირდაპირ ნიშნავს ქართული „ოცნების“ მოკავშირეობას. პირადად ჩემთვის და ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლისთვის, ისინი ვერ ჩაითვლებიან ოპოზიციად. ამ კენჭისყრის შედეგებს კი დეტალურად გავაცნობთ საზოგადოებას.

ამით ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა. ვითომ ოპოზიცია გაფორმდება „ქართული ოცნების“ მოკავშირედ, რასაც რეალური ოპოზიცია და ქართველი ამომრჩეველი გაითვალისწინებს.

ამ ხალხს ოპოზიციის სახელით მანიპულირების საშუალება აღარ უნდა მიეცეს და მომავალ არჩევნებზე უნდა დარჩეს პარლამენტს და პოლიტიკის მიღმა! - აცხადებს ოქრიაშვილი.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას