არმაზ ახვლედიანი - ოპოზიციონერები გავერთიანდებით და მივმართავთ პარტნიორებს, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები მათთვის, ვინც ხელს მოაწერს ამ ანტიეროვნულ კანონს

30 წლის განმავლობაში საქართველო არასოდეს ყოფილა ასე ახლოს სანუკვარ მიზანთან, გამხდარიყო ევროკავშირის წევრი და ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, მაგრამ იმავდროულად ამ 30 წლის განმავლობაში არასდროს, არც ერთი ხელისუფლება არ შესწინააღმდეგებია ამ სვლას, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ქართველი ხალხის უმრავლესობა მოქმედებაზე გადავა და ეს მოქმედება „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო იქნება, რადგან „ქართული ოცნება“ და საქართველოს სამართლებრივი დემოკრატიული, ევროპული მომავალი შეუთავსებელი გახდა.

„თქვენ ამის გამო მოგიწევთ საფასურის გადახდა. ჩვენ, ოპოზიციონერები გავერთიანდებით და აუცილებლად მივმართავთ პარტნიორებს ბრიუსელში, ვაშინგტონში და სხვა დედაქალაქებში, რომ დაწესდეს ინდივიდუალური სანქციები მათთვის, ვინც ამ ანტიეროვნულ კანონს ხელს მოაწერს. ამოიწურა საუბრის და დიალოგის ყველანაირი რესურსი და ეს თქვენი დამსახურებაა. თქვენ უარი უთხარით საქართველოს ასი ათასობით მოქალაქეს ევროპულ მომავალზე, ნორმალურ ქვეყანაზე, ნორმალურ ცხოვრებაზე და მათ ტოვებთ სიღარიბის, გაჭირვების, უუფლებობის ზღვარზე. ეს არის დიქტატურის გზაზე დადგომა. ამიტომ მხოლოდ ახლა აქვს ქართველ ერს შესაძლებლობა, რომ თქვენ გითხრათ არა! არც ერთი რესურსი გარდა ამ მავნებლური პოლიტიკისა აღარ დაგრჩათ, რომ შეინარჩუნოთ ძალაუფლება. არასდროს ასეთი ერთიანობა არ ყოფილა ქვეყანაში მტრული, ანტიდასავლური, ანტიეროვნული, მოძრაობის წინააღმდეგ“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან