პოლონეთის თავდაცვის მინისტრი - Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების ბატარეები უკვე უკრაინაშია

პოლონეთის თავდაცვის მინისტრის, მარიუშ ბლაშჩაკის განცხადებით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი ბატარეები უკვე უკრაინაშია.
„ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ პოლონეთის ძალისხმევის წყალობით, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების პირველი ბატარეები და Leopard-ის ტანკები უკვე უკრაინაშია“, - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა ესპანურ გამოცემა Razon-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, საერთაშორისო უფლებების უხეშ დარღვევებსა და ომის დანაშაულებთან შეგუება არ შეიძლება, რადგან თუ ამას დაუშვებენ, პუტინი არ გაჩერდება.
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მისმა ქვეყანამ უკრაინას 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი უკვე მიაწოდა.
შეგახსენებთ, Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება შეუძლია.

























