შალვა კერესელიძე - წარმოდგენილი კანონპროექტი ანგრევს საქართველოს ევროპულ მომავალს და მისი მიღების შემთხვევაში არც ერთი ევროპული სახელმწიფოს ხელისუფალს არ ექნება ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი

სამწუხაროა, რომ მმართველი პარტია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის არაკონსტიტუციური ნაბიჯების გადადგმასაც არ ერიდება, ვეღარ იტანს კრიტიკული აზრის მოსმენას და თავს ესხმის ჩვენ ევროპელ პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე არიან ორიენტირებული“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა შალვა კერესელიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ამასთან, მან საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციების როლზე გამახვილა ყურადღება.

„განსაკუთრებით გამოვყოფ საქართველოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას, რასაც სოფლის მეურნეობა ჰქვია, გასული წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და ასი ათასობით მცირე თუ საშუალო ფერმერმა მიიღო სარგებელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება გარემოს დაცვის მიმართულებით, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის, საგზაო და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, საქართველოს კულტურული ძეგლების რეაბილიტაცია- შენარჩუნებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის და სხვა მრავალი მიმართულებით.

ყოველივე ამის შემდეგ გინდათ ეს ორგანიზაციები აგენტების რეესტრში შეიყვანოთ და აგენტებად და ჯაშუშებად მონათლოთ.

თქვენ მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პირდაპირ ანგრევს საქართველოს ევროპულ მომავალს და ამ კანონის მიღების შემთხვევაში არც ერთი ევროპული სახელმწიფოს ხელისუფალს არ ექნება სურვილი ჩვენთან თანამშრომლობისა.

ვიდრე გვიანი არ არის მოგიწოდებთ ყველას, კარგად დაფიქრდით და კარგად გაისიგრძეგანეთ თუ რა დანაშაულს ჩადიხართ თქვენი შვილების და სამშობლოს წინაშე“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ