საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა ბაკურიანში გამართულ ზამთრის უნივერსიადაში გაიმარჯვეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა თოვლის რაგბისა და თოვლის ფრენბურთში პირველი საპრიზო ადგილები დაიკავეს და „საქართველოს ზამთრის უნივერსიადა 2023“-ის გამარჯვებულების ტიტული მოიპოვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაბა ბაკურიანში, თოვლის რაგბიში გამართული ფინალური შეხვედრა სტუ-ის შერეულმა გუნდმა სპორტის უნივერსიტეტთან დამაჯერებელი ანგარიშით - 6:1 მოიგო, ხოლო თოვლის ფრენბურთში ფინალური თამაში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან სტუ-ის ვაჟ ფრენბურთელთა გუნდმა ასევე გამარჯვებით - 2:0 დაასრულა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის განაცხადებით, ზამთრის უნივერსიადაში სტუ-ის მორაგბეთა და ფრენბურთელთა გუნდების გამარჯვება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საუნივერსიტეტო ცხოვრებაში სპორტულ აქტივობებს.

„სპორტი საუნივერსიტეტო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ოდითგანვე იყო განვითარებული სპორტის სხვადასხვა სახეობები, საუკუნოვან ტრადიციებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ჩვენი სტუდენტები ღირსეულად აგრძელებენ. მოხარული ვართ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კარგად მომზადებულმა სტუდენტურმა გუნდებმა წლევანდელ ზამთრის უნივერსიადაშიც პირველი საპრიზო ადგილები მოიპოვეს და თავიანთი გამარჯვებით, უნივერსიტეტს კიდევ ერთი წარმატება მოუტანეს. უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით, ვულოცავთ ჩვენს მორაგბეთა და ფრენბურთელთა გუნდებს გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას და შეუპოვარი ბრძოლისთვის მადლობას ვუხდით მათ“, - აღნიშნავს დავით გურგენიძე.

უნივერსიტეტის ცნობითვე, „ზამთრის უნივერსიადა 2023“ საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაბა ბაკურიანში ყოველწლიურად იმართება. პროექტში ფედერაციის წევრი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტური გუნდები მონაწილეობენ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება