„საქსტატსა“ და მონღოლეთის სტატისტიკის სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და მონღოლეთის სტატისტიკის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

„საქსტატის“ ინფორმაციით, მემორანდუმს ხელი ნიუ იორკში, გაეროს სტატისტიკის კომისიის 54-ე სესიის ფარგლებში, საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ და მონღოლეთის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თავმჯდომარემ ბატდავა მატმუნხმა მოაწერეს.

„ორმხრივი თანამშრომლობა სტატისტიკის სფეროში მოიცავს გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებებით, როგორიცაა ოფიციალური სტატისტიკის მოდერნიზაცია, მონაცემთა მართვა, მეტამონაცემების დამუშავება, მონაცემთა გავრცელება და ანალიზი, ასევე მონაცემთა ხარისხის სტანდარტების საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და სხვა. დოკუმენტი ასევე განსაზღვრავს საერთაშორისო და ორმხრივი სამთავრობო პროგრამების განვითარების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერებას.

„საქსტატსა“ და მონღოლეთის სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს ახალი პროექტების განვითარების შესაძლებლობას მისცემს. დოკუმენტი ხელს შეუწყობს ასევე გამოცდილების და ცოდნის გაზიარებას სტატისტიკის სფეროში, კონკრეტული მიმართულებებით ექსპერტების გაცვლას, მონღოლი კოლეგების სასწავლო ვიზიტებს საქსტატში და ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით.

მხარეთა თანამშრომლობა განხორციელდება შემდეგი გზით - ორ ქვეყანას შორის სტატისტიკური პუბლიკაციების, ბიულეტენების და სხვა ინფორმაციის გაცვლა; საერთაშორისო და ორმხრივი სამთავრობო პროგრამების განვითარების ფარგლებში თანამშრომლობის გაძლიერება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ