„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდს ახალი წევრი სტივენ ლაცი შეუერთდა

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდს ახალი წევრი - ფინანსური და ინფორმაციული ტექნოლოგიების ექსპერტი სტივენ ლაცი შეუერთდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ ავრცელებს

მათივე ცნობით, ამერიკელი ექსპერტი, აქტივების მმართველ კომპანიაში, განვითარების საბჭოს უხელმძღვანელებს.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ გუნდის ახალ წევრს მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოში წამყვან ფინანსურ და ტექნოლოგიურ სექტორებში, აშშ-ის სამთავრობო უწყებებსა და ასევე, გლობალური მნიშვნელობის ინდუსტრიულ კომპანიებში.

იგი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ფინანსური სექტორის ისეთ კომპანიებთან და ბანკებთან, როგორიცაა American Express, Morgan Stanley, Chase Manhattan Bank, Bank One, Union Bank of Switzerland.

სტივენ ლაცს განხორციელებული აქვს ასევე პროექტები Saudi Aramco-სთან, Ernst & Young-თან, Yahoo-სთან და HBO-სთან“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ განვითარების საბჭოს ხელმძღვანელი სტივენ ლაცი განმარტავს, კაპიტალის ბაზრის განვითარება გადამწყვეტ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროცესში.

„ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ კი ის კომპანიაა, რომელიც მოქნილი ფინანსური პროდუქტების შექმნით ხელს უწყობს საქართველოში თანამედროვე საინვესტიციო კულტურის დანერგვას.

საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების პროცესში ჩართვა, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობა ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობების შესწავლის შემდეგ გადავწყვიტე. საქართველო ძალიან საინტერესო ქვეყანაა როგორც საინვესტიციო თვალსაზრისით, ისე ასეტ მენეჯმენტის მიმართულებით. მიმაჩნია, რომ საქართველოში საინვესტიციო ფონდების ფუნქციონირებას დიდი პერსპექტივა აქვს“,- აცხადებს სტივენ ლაცი.

როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპი“ საქართველოს ეროვნული ბაკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანიაა. „ფორსაითი“ საქართველოს მოქალაქეებს და უცხოელ ინვესტორებს დანაზოგის/კაპიტალის განთავსების უსაფრთხო და მომგებიან შესაძლებლობებს თავაზობს. „ფორსაით ინვესტმენტ გრუპს“ აქვს კანონით მინიჭებული უფლება დააფუძნოს და მართოს საინვესტიციო ფონდები, დამზოგველებისგან და ინვესტორებისგან მოიზიდოს კაპიტალი, განახორციელოს ინვესტიციები ამ კაპიტალით და მათვე დაუგენერიროს სარგებელი.

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს