ლევან დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ ITB ბერლინი 2023" განსაკუთრებული იქნება, როგორც საქართველოს ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინის მთავარ პავილიონში საქართველოს, გამოფენის მასპინძელი ქვეყნის სტენდი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და პირადად გაეცნო გამოფენაში მონაწილე ქართული ტურისტული კერძო სექტორის პროდუქციას და წარდგენილ სერვისებს.

„რა თქმა უნდა, ამ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში, განსაკუთრებით ევროპელ ბიზნესოპერატორებს შორის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტრადიციული ბაზრებისა, ტურისტები ევროპიდან მოვიზიდოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობასთან ერთად კონკრეტულ პრაქტიკულ-ეკონომიკურ შედეგებში აისახოს ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა და ძალისხმევა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოფენაზე საქართველოს ტურისტული სექტორი წარმოდგენილია სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა." 80-ზე მეტი ქართული კომპანია გამოფენის ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ პროდუქციას გააცნობს, მიაწვდის ინფორმაციას თავიანთი სერვისების და პროექტების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების და ბიზნესპარტნიორების მოძიების შესაძლებლობა აქვთ.

„80-ზე მეტი კომპანია საქართველოდან დღეს ხვდება პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, აქვთ ბიზნესშეხვედრები, B2B შეხვედრები, რომელთა ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, გააფორმებენ კონტრაქტებს, საქართველოსკენ ახალი ტურისტული ნაკადები დაიძვრება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტურისტულ შემოსავლებში უნდა აისახოს. დარწმუნებული ვარ, ITB ბერლინი 2023 განსაკუთრებული იქნება, როგორც ქვეყნის ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2023 წლის ტურისტული სეზონი, მთლიანობაში, გასულ წელთან შედარებით გაცილებით კარგი იქნება.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ლევან დავითაშვილი - დარწმუნებული ვარ, „ ITB ბერლინი 2023" განსაკუთრებული იქნება, როგორც საქართველოს ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით

საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ITB ბერლინის მთავარ პავილიონში საქართველოს, გამოფენის მასპინძელი ქვეყნის სტენდი დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრო და პირადად გაეცნო გამოფენაში მონაწილე ქართული ტურისტული კერძო სექტორის პროდუქციას და წარდგენილ სერვისებს.

„რა თქმა უნდა, ამ გამოფენაზე მასპინძლის სტატუსი გაზრდის საქართველოს ცნობადობას ტურისტულ სექტორში, განსაკუთრებით ევროპელ ბიზნესოპერატორებს შორის, რადგან ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარდა ტრადიციული ბაზრებისა, ტურისტები ევროპიდან მოვიზიდოთ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცნობადობასთან ერთად კონკრეტულ პრაქტიკულ-ეკონომიკურ შედეგებში აისახოს ამ ღონისძიებაში ჩვენი მონაწილეობა და ძალისხმევა", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოფენაზე საქართველოს ტურისტული სექტორი წარმოდგენილია სლოგანით „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა." 80-ზე მეტი ქართული კომპანია გამოფენის ათასობით დამთვალიერებელს საკუთარ პროდუქციას გააცნობს, მიაწვდის ინფორმაციას თავიანთი სერვისების და პროექტების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში მათ რამდენიმე დღის განმავლობაში ახალი საქმიანი კონტაქტების დამყარების და ბიზნესპარტნიორების მოძიების შესაძლებლობა აქვთ.

„80-ზე მეტი კომპანია საქართველოდან დღეს ხვდება პოტენციურ პარტნიორ კომპანიებს, აქვთ ბიზნესშეხვედრები, B2B შეხვედრები, რომელთა ფარგლებში, დარწმუნებული ვარ, გააფორმებენ კონტრაქტებს, საქართველოსკენ ახალი ტურისტული ნაკადები დაიძვრება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ტურისტულ შემოსავლებში უნდა აისახოს. დარწმუნებული ვარ, ITB ბერლინი 2023 განსაკუთრებული იქნება, როგორც ქვეყნის ტურისტული ცნობადობის, ისე პრაქტიკული შედეგების კუთხით", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილის პროგნოზით, 2023 წლის ტურისტული სეზონი, მთლიანობაში, გასულ წელთან შედარებით გაცილებით კარგი იქნება.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია