ნინო ლომჯარია - ჩემს თანამოქალაქეებს ვეტყოდი, დადექით ისტორიის სწორ მხარეს - ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია

გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს ეშინია იმ მოქალაქეების, რომელთა უმრავლესობის არჩევანი ევროპული არჩევანია.

„ეს არის შიშის კანონი. შიშის გამოხატულებაა ისიც, რომ გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, რომელთა უმრავლესობის არჩევანია ევროპული არჩევანი. ჩემს თანამოქალაქეებს ვეტყოდი, რომ დადექით ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“,- აღნიშნავს ლომჯარია.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა