დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში საგაზაფხულო ღონისძიება სახელწოდებით, „ქალის სურნელი“ იმართება. ღონისძიებაზე მისულ დამთვალიერებელს ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია UNIKO-ს სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელის, მხატვარ-დიზაინერი ქეთევან დარსაველიძისა და მისი მოსწავლეებს საავტორო ART დეკო ხელნაკეთი ნამუშევრები დახვდებათ.
როგორც დიზაინერმა და გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ქეთევან დარსაველიძემ განაცხადა, გამოფენილი ნამუშევრები აჩვენებს, თუ რა ისწავლეს აკადემიის მოსწავლეებმა ხუთი თვის განმავლობაში. მისივე თქმით, თითოეული ნამუშევარი გამოფენის სახელწოდების შესაბამისია.
“დღეს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო სივრცეში ხელოვნებისა და დიზაინის აკადემია UNIKO-ს მოსწავლეებისა და ჩემი საავტორო ნამუშევრებია გამოფენილი. მე თავად აკადემია UNIKO-ს სამხატვრო ხელმძღვანელი ვარ და ამ გამოფენის მოწყობა ჩემი და აკადემიის დირექტორის იდეა იყო. გამოფენას "ქალის სურნელი" ჰქვია და გადავწყვიტეთ, რომ ამ სახელის შესაბამისი ნამუშევრები წარმოგვედგინა. აქ გამოფენილი ნამუშევრები გვიჩვენეს, თუ რა ისწავლეს ჩემმა მოსწავლეებმა ხუთი თვის განმავლობაში. ისინი ძალიან რთულ ტექნიკებს დაეუფლნენ, სწავლის პროცესში დაიხვეწნენ და პროფესიულ გზაზე განვითარდნენ. ამ საგამოფენო სივრცეში ჩემი, როგორც მათი ხელმძღვანელის ნამუშევრებიცაა გამოფენილი, რათა ჩემს მოსწავლეებს ზურგი გავუმაგრო და სტიმული მივცე მათ. თავად გამოფენის შეფასებას მე საზოგადოებას მივანდობ”, - აღნიშნა ქეთევან დარსაველიძემ.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"