ირაკლი ქარქაშაძე - ITB Berlin-ზე საშუალება გვეძლევა 200 ათასამდე დამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტების პოტენციალი

ITB Berlin 2023-ზე საქართველო წელს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით წარსდგა. ბერლინის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში სტუმრები ქართულ „უსაზღვრო სტუმარმასპინძლობას“, საქართველოს, როგორც ვაზის ქვეყანას, სამზარეულოს, ტრადიციებს, ბუნებასა და არქიტექტურას ეცნობიან. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, დღეიდან, 9 მარტის ჩათვლით, გამოფენაზე მოსულ დამთვალიერებლებს ქართულ სტენდზე საქართველოს აეროპორტების გაერთიანების კუთხის ნახვაც შეეძლიათ. ყველა დაინტერესებული პირი საქართველოს საერთაშორისო და ადგილობრივი აეროპორტების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას იღებს.

გამოფენის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე შეხვედრებს მართავს ავიაკომპანიებთან და საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პირველად მონაწილეობს ITB Berlin-ზე. საშუალება გვეძლევა გერმანიაში მაქსიმალურად წარმოვაჩინოთ მთელი ქვეყანა, კულტურით, ტრადიციებით, ბუნებით და იმ სტუმარ-მასპინძლობით, რითაც თითოეული ჩვენგანი საქართველოში უცხოელ სტუმარს ვხვდებით. პირველი შთაბეჭდილება კი მათ ჩვენს ქვეყანაზე სწორედ აეროპორტიდანვე ექმნებათ. გამოფენის ფარგლებში გვაქვს რამდენიმე შეხვედრა ჩვენთვის პოტენციურად მნიშვნელოვან და სტრატეგიულ ავიაკომპანიებთან და ავიაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა კომპანიასთან, რომლებიც ITB Berlin-ზე მონაწილეობენ. ფორუმის მასშტაბი ძალიან დიდია, გვეძლევა საშუალება 200 ათასამდე დამთვალიერებელს გავაცნოთ ჩვენი აეროპორტების პოტენციალი. გერმანია ისტორიულად ჩვენი ყველაზე სტრატეგიული მიმართულებაა. ზაფხულის სეზონისთვის გერმანიის 9 ქალაქის მიმართულებით გვექნება პირდაპირი რეგულარული ფრენა როგორც თბილისის, ისე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან",-განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენა ITB Berlin გუშინ გრანდიოზული ქართული კონცერტით გაიხსნა. ქართველმა ხელოვანებმა 3000-მდე სტუმარს საქართველოს უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა და კულტურა გააცნეს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა