ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში გამოფენა - ITB Berlin 2023 გახსნა

ბერლინში მსოფლიოში უდიდესი ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს სტენდთან ოფიციალურად გახსნა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობდა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანი (UNWTO) ზურაბ პოლოლიკაშვილი, ბერლინის მერი ფრანცისკა გიფაი, გერმანული ტურიზმის ასოციაციის (DVR) პრეზიდენტი ნორბერტ ფეიბიგი, მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს (WTTC) პრეზიდენტი ჯულია სიმფსონი, მესე ბერლინის დირექტორი დირკ ჰოფმანი, ფედერალური მთავრობის კოორდინატორი საზღვაო ეკონომიკისა და ტურიზმის საკითხებში, ბუნდესტაგის წევრი დიტირ იანეჩეი.

მათი ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნის ღონისძიების შემდეგ, სტუმრებთან ერთად, საქართველოს პავილიონი და საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

„პრემიერ-მინისტრმა ასევე დაათვალიერა გერმანიის სტენდი და მათ მიერ გამოფენილ სიახლეებს გაეცნო.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდი 1000 კვ.მ.-მდე ტერიტორიაზეა განთავსებული, სადაც 80-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში ასევე მონაწილეობენ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, ტურისტული ასოციაციები, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და აეროპორტების გაერთიანება“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გილიომ მერსიე - ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ხელისუფლების ხელშია - ევროკავშირი მზადაა განაახლოს ურთიერთობა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შესახებ - ახალი სპორტული ობიექტები შესანიშნავია და უმაღლესი დონის საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული საერთაშორისო სკოლის დირექტორი  - „საქართველოს კაპიტალი“ ბრიტანულ-ქართული აკადემიის დირექტორად არაკომპეტენტური და საეჭვო რეპუტაციის პირის დანიშვნას ცდილობს
„ამბასადორი აილენდ ბათუმს“ ზღვაში მოწყობილი 19 ჰექტარი  ტერიტორია საკუთრებაში გადაეცა