თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას - შეშინებულ თვალებს ვხედავ - დღეს თქვენ საქართველოს სახელმწიფოს კლავთ

ხელ-ფეხს რომ იქნევენ, ამას ნუ უყურებთ, შიში სხვა რამეა, თვალის გუგაში რომ ჩაგიგუბდება - პოლიტიკურ მკვლელობას ჩადიხართ და პოლიტიკური მკვლელი ზუსტად ისეთივე მშიშარაა, როგორც ჩვეულებრივი მკვლელი, რომელიც ადამიანს კლავს , - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ ჩარკვიანმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს განიხილავენ.

ჩარკვიანის განცხადებით, აღნიშნულ კანონპროექტების მიღება საქართველოს ფინანსურ იზოლაციაში დატოვებს, რაც პოლიტიკურ იზოლაციას მოიტანს.

„შეშინებულ თვალებს ვხედავ. ხელ-ფეხს რომ იქნევენ, ამას ნუ უყურებთ - შიში სხვა რამეა, თვალის გუგაში რომ ჩაგიგუბდება. გაფართოებულ თვალებს ვხედავ. პოლიტიკურ მკვლელობას ჩადიხართ. პოლიტიკური მკვლელი ზუსტად ისეთივე მშიშარაა, როგორც ჩვეულებრივი მკვლელი, რომელიც ადამიანს კლავს. დღეს თქვენ საქართველოს პოლიტიკურ სახელმწიფოს კლავთ. არ ჩაიდინოთ ეს! ადექით რა, მაგ [მმართველი გუნდის] ფლანგიდან, ქალები არ ხართ? ვინ აწერთ 37 წლის კანონს ხელს? მე მწირავთ? ჩემნაირებს? გარეთ რომ კარგად მხვდებით, ჩემნაირებს სწირავთ? გგონიათ მხოლოდ არასამთავრობოებზეა ეს კანონი? ქვეყანას ფინანსურად იზოლაციაში დატოვებთ, რაც პოლიტიკურ იზოლაციას მოიტანს. ყველა პოლიტიკური „კილერის“ სახელი ჩაიწერება ისტორიაში. არ გააკეთოთ ეს, ბატონებო! სულ ცოტა დღევანდელი დღე მაინც გადადეთ და ფიქრისთვის დაიტოვეთ დრო. ფიქრის გარეშე არ მოკლათ ქართული სახელმწიფო, დაფიქრდით მაინც და ისე ესროლეთ. 21-ე საუკუნეში ქართულ სახელმწიფოს კლავთ. მაბეზღრულ, სამარცხვინო რუსულ კანონს იღებთ. ყველა ხელის მომწერი ჩვეულებრივი ყორღანაშვილი ხართ. მოღალატეებისგან ყოველგვარი წყენის გარეშე - სულ ფეხებზე მკიდია, რას იტყვის ნებისმიერი მოღალატე“, - განაცხადა თამარ ჩარკვიანმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო