World Vision საქართველომ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოჯახის გაძლიერების პროექტი დაიწყო

დღეს, სასტუმრო „თბილისი რუმსში” გაიმართა ახალი პროექტის „ERTAD ოჯახების გაძლიერებისთვის“ ოფიციალური წარდგენა. პროექტი ერთობლივად ხორციელდება World Vision საქართველოს, World Vision გერმანიის, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის (DRC) და სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით. ამის შესახებ ინფორმაციას World Vision-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაზე მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რის შემდეგაც გაიმართა პანელური დისკუსია და პროექტის წარდგენა დამსწრე საზოგადოებისთვის. ოთხწლიანი პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევროს შეადგენს და მისი მიზანია ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება საქართველოში.

მათივე ინფორმაციით, ინიციატივა ხელს უწყობს სიღარიბეში მცხოვრები 780 ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას. შერჩეული ოჯახები ოთხი წლის მანძილზე საჭიროებებზე მორგებულ დახმარებას ოთხი სხვადასხვა მიმართულებით მიიღებენ: სოციალური დაცვა, საარსებო წყაროების უზრუნველყოფა, ფინანსური განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა. პროექტი მოიცავს საქართველოს 5 რეგიონს (კახეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა და სამეგრელო).

„ეს არის ოთხწლიანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლადი ოჯახების დახმარებას, მათ მხარდაჭერასა და გაძლიერებას, რომელიც გულისხმობს არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ მათ სოციალურ გაძლიერებას და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას. საქართველოში სიღარიბე კვლავ რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად. დაახლოებით 700 000 ადამიანი არის სოციალური დახმარების მიმღები სახელმწიფოს მხრიდან და სწორედ ეს ადამიანები არიან ჩვენი პროექტის მთავარი მონაწილეები.

ჩვენს ორგანიზაციას, ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან ერთად, უკვე აქვს დიდი გამოცდილება სათემო დონეზე ოჯახებთან მუშაობის. World Vision საქართველო 30 წელია, რაც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად კატეგორიასთან მუშაობს. ჩვენი, როგორც ბავშვთა დაცვის ორგანიზაციის მთავარი პრიორიტეტი სწორედ ოჯახების გაძლიერებაა. გვჯერა, რომ ჩვენი საერთაშორისო გამოცდილებით და გლობალურად აღიარებული მეთოდოლოგიის გამოყენებით ძალიან დიდ წარმატებას მივაღწევთ და დავეხმარებით საჭიროების მქონე ოჯახებს დაძლიონ უკიდურესი სიღარიბე“, - განაცხადა World Vision საქართველოს დირექტორმა, ეკა გურგენაძემ.

ღონისძიებას დაესწრო შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი ერიკ ილესი, რომელმაც კიდევ ერთხელ გამოხატა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და მზადყოფნა მომავალი თანამშრომლობის.

„ეს ახალი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც შვედეთი World Vision საქართველოსთან და ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან ერთად უჭერს მხარს. ამ პროგრამის საშუალებით ჩვენ ვიმუშავებთ საქართველოში ასობით ოჯახთან და პროექტის მიზანიც სიღარიბის დაძლევა და უკეთესი სისტემის დანერგვაა, რომელიც უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ადამიანებს მოემსახურება“,- აღნიშნა ერიკ ილესმა.

როგორც ვინსენტ დონტო, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, აღნიშნავს, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ეფუძნება მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას, რაზეც პროექტის სახელწოდებაც მეტყველებს.

„ჩვენი ერთობლივი პროექტის მთავარი მიმართულებებია: უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებში შევცვალოთ ქცევა, აღქმები და დამოკიდებულებები სიღარიბის მიმართ, რათა დავეხმაროთ მათ დაძლიონ სიღარიბე და ასევე, უზრუნველვყოთ სოციალური მომსახურების სისტემაში კონტექსტზე მორგებული საუკეთესო და წარმატებული მიდგომების დანერგვა, როგორც ეროვნულ, ისე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე“, - აღნიშნა ვინსენტ დონტომ.

პროექტი ეხმიანება საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევის სტრატეგიას და გრძელვადიან პერსპექტივაში მიმართულია საუკეთესო მიდგომების საქართველოს სოციალური მომსახურების სისტემაში ინტეგრირებისკენ, მათ შორის ისეთ კრიტიკულ სფეროში როგორიცაა დასაქმება და შემოსავლის უზრუნველყოფა.

თათია გვარამაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, მადლობა გადაუხადა პარტნიორ ორგანიზაციებს ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ხაზი გაუსვა ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის მნიშვნელობას.

„ჩვენი ზრუნვის მთავარი სეგმენტი სოციალურად დაუცველი პირები და მოწყვლადი ოჯახები არიან, თუმცა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მხოლოდ ფულადი დახმარება არ არის საკმარისი, რომ ოჯახები ამოვიდნენ სიღარიბიდან. შესაბამისად, აუცილებელია კომპლექსური მიდგომა ამ პრობლემის გადასაჭრელად და ოჯახებში პოტენციალის საპოვნელად. ჩვენ გვჯერა ამ პროექტის წარმატების, რომლის რეპლიკაციასაც და მეტი ადამიანის მოცვასაც შევძლებთ მომავალში“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მსოფლიო ბანკის, საქართველოში გაეროს ოფისის, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) ხელმძღვანელი პირები, სახელმწიფოს სტრუქტურის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც დადებითად შეაფასეს პროექტი და წარმატებული განხორციელება უსურვეს მმართველ გუნდს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა