პარლამენტში შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან ხმაურია - ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ

პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ოთახთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირებაა.

კერძოდ, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები, ხათუნა სამნიძე, ანა ნაცვლიშვილი და სალომე სამადაშვილი პაპუაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.

მათი ინფორმაციით, პარლამენტთან აქციის მონაწილეებს არბევენ და უნდათ, რომ ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდნენ.

ოპოზიციონერ დეპუტატებს პაპუაშვილთან შესვლის შესაძლებლობას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ, რასაც ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

„მივმართავ რეგლამენტის დამცველს - რეგლამენტით დეპუტატებს უფლება აქვთ მოითხოვონ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა და მან დაუყოვნებლივ უნდა შეასრულოს ეს. მაინტერესებს, სად არის შეყუჟული და რას აკეთებს, ნუ დაარღვევს რეგლამენტს, გამოვიდეს. ნუ ეშინია ჩვენი, არ შევჭამთ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით