პაატა დავითაია - ახლა როდესაც, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში  ისტორიულ დაბრუნებამდე რამდენიმე ნაბიჯი დარჩა, ამ კანონის მიღება კატეგორიულად მიუღებელია

პარტია „ევროპელი დემოკრატები“ პარლამენტში ე.წ. აგენტების შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის, პაატა დავითაიას განცხადებით, ახლა, როდესაც, ჩვენი ქვეყნის ევროპულ ოჯახში ისტორიულ დაბრუნებამდე რამდენიმე ნაბიჯი დარჩა, ამ კანონის მიღება კატეგორიულად მიუღებელია.

„ცოტა ხნის წინ ამერიკის საელჩომ გაავრცელა ძალიან მკაცრი განცხადება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. „შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის“, არის მძიმე, მაგრამ სწორი შეფასება იმ ვითარებისა, რომელიც ამ კანონთან დაკავშირებით შეიქმნა.

ჩვენი პარტნიორების არაერთგზის განცხადებების შემდეგ ამ კანონპროექტის გატანა ჩვენი ქვეყნის ევროპული გზიდან გადახვევა და სახელმწიფო ინტერესების დაზიანებაა. ქართველი ხალხის არჩევანი არის დემოკრატია და თავისუფლება. ამას მოწმობს პროტესტი, რომელსაც ახლა გამოხატავენ ჩვენი მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე. ეს პროცესი ცუდი შედეგით დამთავრდება თავად ხელისუფლებისთვის, რადგან საზოგადოება ამ კანონის მიღებას არ შეეგუება.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, გააცნობიეროს პასუხისმგებლობა იმ პროცესზე, რაც კანონს მოჰყვა. ეს აღმოჩნდება ისტორიული შეცდომა ჩვენი ქვეყნისთვის. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას პროცესის ესკალაცია“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა