სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მივიდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სურს პირადად დარწმუნდეს, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება არ მოხდება და გამოხატვის უფლება დაცული იქნება.

„მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციას და დავრწმუნდე, რომ აქ ძალის გადამეტება არ იქნება და მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცული იქნება. აქციის დასრულებამდე აქ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნები“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის პირველი სამუშაო დღეა. დღეს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა