მარიამ ქვრივიშვილმა „აითიბი ბერლინის" ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

გავაცნობიერეთ, რომ აუცილებელი იყო საქართველოს, როგორც ბრენდის ტრანსფორმაცია და ამიტომაც წარმოვადგინეთ „აითიბი ბერლინზე" საქართველო, როგორც „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობის" ადგილი. შეიძლება ჩვენ ჯერ არ შევდიოდეთ ხუთვარსკვლავიანი სერვისის მიმწოდებელი, წამყვანი ქვეყნების სიაში, თუმცა ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ, მაგრამ არის ის, რაც უნიკალურს ხდის საქართველოს და ეს არის ჩვენი სტუმარ-მასპინძლობა,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა ბერლინში გამართულ მინისტერიალზე განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალის მრგვალ მაგიდაში, რომელიც მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენის „აითიბი ბერლინის" ფარგლებში გაიმართა, ასევე ბაჰრეინის სამეფოს ტურიზმის მინისტრი ფატიმა ალ საირიფამი, ხორვატიის ტურიზმის მინისტრი ნიკოლინა ბრნიაცი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ტურიზმისა და სიძველეების მინისტრი აჰმედ ისა და სხვა ოფიციალური პირები მონაწილეობდნენ.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობა ციფრებშიც აისახება და სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ ყოველი ვიზიტორი, სულ მცირე, ორჯერ მაინც ბრუნდება ჩვენ ქვეყანაში, რაც, მინისტრის მოადგილის აზრით, სწორედ სტუმარ-მასპინძლობას უკავშირდება.

„ჩვენი მთავრობა ეცადა, წარმოედგინა ის უმთავრესი ასპექტები, რომლებიც ახასიათებს ჩვენს იდენტობას, სტუმარ-მასპინძლობას, მსოფლიოში სახელგანთქმულ სტუმართმოყვარე ქართველ ხალხს და, რა თქმა უნდა, ქართულ კერძებს და ღვინოს. მთავარი, რისი თქმაც გვინდოდა, არის ის, თუ როგორ მოხდა ქვეყნის ტრანსფორმაცია, როგორ მოვედით უნიკალური ანტიკური კულტურიდან, უნიკალური ანბანით, ღვინის აკვნიდან იმ ქვეყნამდე, როგორიც დღეს არის საქართველო თანამედროვე მსოფლიოს რუკაზე და რომელიც მიისწრაფვის ევროპულ ოჯახში გაერთიანებისკენ“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბერლინში მსოფლიოს უმსხვილესი ტურისტული გამოფენა „აითიბი ბერლინი" გაიხსნა. 2023 წელს საქართველო ამ გამოფენის მასპინძელი ქვეყანაა და ქართული ლოკაციები გამოფენის 1000-ზე მეტ კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი, მათ შორისაა საქართველოს მთავარი სტენდი მთავარ პავილიონში.

2023 წლის გამოფენაზე საქართველოს მთავარი კონცეფციაა „უსაზღვრო სტუმარ-მასპინძლობა".

გიორგი ბილანიშვილი -  სამწუხაროდ, ხელისუფლების  ქმედებებსა და განცხადებებში  ადეკვატურობის  ნიშანწყალი  არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2023
ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა
კიდევ ერთი ახალი პროექტი „ტოპლაინ ქონსთრაქშენისგან“ - შეკვეთილში უძრავი ქონება უკვე ყველა სეგმენტისთვის ხელმისაწვდომია
სამედიცინო ცენტრ „ინოვას“ გინეკოლოგიური ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
საზოგადოების მაღალი დაინტერესების გამო, კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება
ფოთში ტერაბანკის განახლებული ფილიალი გაიხსნა
NEXT COLLECTION - 5-ვარსკვლავიანი საცხოვრებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე
ბაზისბანკის მხარდაჭერით, სიეიჩ ჯგუფი - CH Group საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს