გიორგი ბურჯანაძე - სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლის უფლება არავის აქვს - ის, რაც მოხდა, სრულიად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია

სრულიად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლის უფლება არავის აქვს, - ამის შესახებ ომბუდსმენის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ახალარჩეულ სახალხო დამცველ ლევან იოსელიანთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ფაქტი „არასწორი" იყო და ამ საკითხის განვითარება უაზროდ მოხდა.

„საშინელი ფაქტი იყო. ძალიან აღმაშფოთებელი, სრულიად. რა თქმა უნდა, არასწორი იყო და უაზროდ მოხდა ამ საკითხის განვითარება. სრულიად დაუშვებელი და აღმაშფოთებელია. მანდატი აქვს სახალხო დამცველს, რომ ნახოს ასეთი რაღაცები და ამ დროს ხელშეშლის უფლება არავის აქვს", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. შეკრებილები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით კვერცხი ისროლეს, რომელიც მას თავში მოხვდა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
არჩილ მორჩილაძე - კარგი იქნება, თუ სახელმწიფო, ჯანმრთელობის ხარისხის საერთაშორისო საზოგადოების ISQua-ს მიერ აკრედიტებული სტანდარტების შესაბამისად განაახლებს დღეს არსებულ სანებართვო პირობებსა და რეგულაციებს
ჰიუნდაი ავტო საქართველოს შეთავაზება ბესტსელერ მოდელებზე გრძელდება
ლიბერთის Mastercard ბარათით გადახდისას, „ზოდიში“ ყველაზე მაღალი ქეშბექი ბრუნდება
საქართველოსა და რეგიონში პირველად, „სელფის“ 5G ქსელი უკვე დეკემბერში იქნება ხელმისაწვდომი