ირაკლი კობახიძე - ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე დიდი დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა - როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში დაუყოვნებლივ გაიგზავნება.

როგორც მან აღნიშნა, ვენეციის კომისიიდან დასკვნის გამოგზავნას, მინიმუმ, სამი თვე დასჭირდება.

„ქვეყნის ევროპულ კურსთან კანონპროექტის დაკავშირება არის ყველაზე დიდი დეზინფორმაცია, რაც კი ამ დღეებში გაჟღერდა. ევროპა ნიშნავს სწორედ გამჭვირვალობას და დერადიკალიზაციას, რასაც ჩვენ მიერ მიღებული კანონპროექტი ემსახურება. აუცილებლად ვივლით წინ ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსების დაცვით. როგორც ქართული, ისე ამერიკული კანონპროექტი დაუყოვნებლივ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, საიდანაც დასკვნას, სავარაუდოდ, ივნისის პირველ ნახევარში მივიღებთ. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე მივიღებთ ამ კანონპროექტს“, - განაცხადა კობახიძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა