ნედ პრაისი - ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს - აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას, შეკრების უფლებას

ქართველ ხალხს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ბოლო საათების განმავლობაში ახლოდან ვაკვირდებოდით საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. თბილისიდან მომავალი ცნობებით გავიგეთ, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ე.წ. “უცხოური აგენტების” კანონპროექტს აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი და ჩახშობის სხვა საშუალებები დაუპირისპირეს.

ჩვენი მესიჯი საქართველოს ხალხისადმი, საქართველოს ხელისუფლებისადმი და მსოფლიოს გარშემო ხალხებისა და ხელისუფლებებისადმი არის ის, რომ აშშ ყველას გვერდით დგას, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას - შეკრების უფლებას. რათა მათი ხმა გაგონილი იყოს, რომ თავისუფლად ილაპარაკონ, რომ ანგარიშვალდებული ჰყავდეთ მათი მთავრობები.

საქართველოში გავაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, მაგრამ ჩვენი მესიჯია ის, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ ეს უფლება მშვიდობიანად გამოიყენონ. ეს არის უფლება, რომელიც საქართველოს ხალხს და მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქვეყნის ხალხებს გააჩნია”, - აღნიშნა მან.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე