შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 6 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ექვსივე მათგანი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული.

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე კვლავ დაძაბულობაა.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა ის რკინის ჯებირები მოარღვიეს, რომელიც პარლამენტის წინ, ცენტრალურ შესასვლელთან იყო აღმართული. ახლა ისინი პარლამენტის რკინის ღობის სიახლოვეს არიან, რომლის უკანაც სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები დგანან. პერიოდულად, სპეცდანიშნულების რაზმი ცრემლსადენ აირსა და წყლის ჭავლს იყენებს.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე