ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები ე.წ. აგენტების კანონზე - ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს, რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს მას ევროკავშირში გაწევრიანებას

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები: ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ლელა ჯავახიშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ადგილი ევროპაშია და გზა რუსეთისკენ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას.

„ჩვენ, საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრები, უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ კანონის უცხოური აგენტების შესახებ ,პირველი მოსმენით მიღების გამო. ამ კანონის მიღებით ჩვენი ქვეყანა ჩავარდება ცუგცვანგის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს რომ ყველა შემდეგი ნაბიჯი და გადაწყვეტილება კიდევ უფრო დაამძიმებს ქვეყნის პოზიციას და დააშორებს ქვეყანას ჩვენს საერთო მიზანს, ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვა გზა არ არსებობს, სხვა გზა არის გზა რუსეთისკენ, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სულისკვეთებას! საქართველოს ადგილი ევროპაშია!“, - ნათქვამია საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრების ერთობლივ განცხადებაში.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა