აქციის მონაწილეები ქაშუეთის ტაძრის ტერიტორიაზე იმყოფებიან

აქციის მონაწილეები, რომლებიც პარლამენტის შენობასთან აქციას მართავდნენ, ამ დროისთვის ქაშუეთის ტაძრის მიმდებარედ იმყოფებიან.აქციის მონაწილეებმა ქაშუეთის ტაძრისკენ მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც სპეცრაზმმა პარლამენტთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო.

ე.წ. რობოკოპები პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებდნენ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებით, რამდენჯერმე დაშალეს, თუმცა ყველა ჯერზე მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა