პარლამენტის წინ, სადაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე გამოჩნდა.
მას ჯერჯერობით განმარტება არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, თუ რის საფუძველზე ხდება მომიტინგეების დაკავება.
პროტესტის მონაწილეებს კი, რომლებიც ჯერ ისევ რჩებიან რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცავები პერმანენტულად აკავებენ.
პოლიციის თანამშრომლები ცდილობენ, რომ აქციის მონაწილეები მაქსიმალურად დახიონ უკან რუსთაველის მიმართულებით და პარლამენტის წინა ტერიტორია გაათავისუფლონ.