ნიკა მელია - მომდევნო დღეებში რუსთაველის გამზირი სავსე იქნება და ეს გაგრძელდება, ვიდრე რუსულ ხელისუფლებას ძალაუფლებას მშვიდობიანად არ გამოვტაცებთ - ეს ისტორიული პროცესია და მასში მონაწილეობა პატივია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, მიმდინარე პროცესი ისტორიულია და მასში მონაწილეობა პატივია.

როგორც ნიკა მელიამ რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე მედიასთან განაცხადა, პროტესტი გაგრძელდება, ვიდრე ქართველი ხალხი „რუსულ ხელისუფლებას“ ძალაუფლებას არ გამოსტაცებს.

„ეს პროცესი საზოგადების გამარჯვებით დასრულდება. მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს გამზირი სავსე იქნება. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ რუსულ ხელისუფლებას ძალაუფლებას მშვიდობიანად არ გამოვტაცებთ. ეს ისტორიული პროცესია და მასში მონაწილეობა პატივია. ვერცერთი პოლიციელი, სპეცრაზმელი თუ პროკურორი ქართველი ხალხის ნებას ვერ დააკონსერვებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერული პროექტების ნოვატორულ დიზაინ კონცეპციებს NBK-ს ტერაკოტას საფასადე მასალებით აღასრულებს
Tempo Beverages-მა „ზედაზენის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა – ისტორიული გარიგება ქართული სასმელების სექტორში