ნედ პრაისი - არ ვსაუბრობ ხოლმე კონკრეტულ პიროვნებებზე ან დაწესებულებზე, რომლებიც აშშ-ის სანქციების სამიზნეები შესაძლოა გახდნენ - გაგვაჩნია ინსტრუმენტები, ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლების დარღვევაზე

ანგარიშვალდებული გვეყოლება ისინი, ვინც შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით კონკრეტულ პირებზე როგორც წესი, არ საუბრობს, თუმცა ახლოდან დააკვირდებიან კონტექსტს.

"როგორც იცით, კონკრეტულ პიროვნებებზე ან დაწესებულებზე არ ვსაუბრობ ხოლმე, რომლებიც აშშ-ის ან ნებისმიერი სხვა სანქციების სამიზნეები შესაძლოა გახდნენ, თუმცა ხელთ რიგი ინსტრუმენტები გაგვაჩნია, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერ ქვეყანაში, ვინც პასუხისმგებელია უნივერსალური ადამიანის უფლების დარღვევაზე.

ახლოდან დავაკვირდებით ამ კონტექსტში, როგორც ნებისმიერ სხვა კონტექსტში, რათა ანგარიშვალდებულებაში გვყავდეს ისინი, ვინც შეეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმას, თუ რას ელის და იმსახურებს ქართველი ხალხი მათი უნივერსალური უფლებების მხრივ”, - თქვა პრაისმა.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა