აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისევ რჩებიან

პარლამენტთან აქციის მონაწილეები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ დრომდე რჩებიან.

ისინი საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ქუჩებზე იმყოფებიან, ვინაიდან უშუალოდ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინა პერიმეტრზე გადაადგილების საშუალებას ადგილზე განლაგებული სპეცრაზმი არ აძლევს. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიაზე სწორედ სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები განალაგეს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს უკვე რამდენიმე საათია ახორციელებს.

ნატალი საბანაძე - ევროკავშირის გაფართოების საკითხი 15 დეკემბერს რომ ჩავარდეს, პუტინისთვის გადასარევი საახალწლო საჩუქარი იქნება - რთული სათქმელია, ორბანი პირდაპირ იღებს თუ არა დაკვეთებს, მაგრამ ფაქტია, რომ რუსეთთან რაღაც ინტერესების თანხვედრაა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.12.2023
კახა გოგოლაშვილი - გალის კონფლიქტების პრევენციის ფორმატი რუსეთს აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახმელეთო სატრანზიტო კორიდორის აღდგენისა და საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის გაზრდისთვის სჭირდება
თორნიკე კორძაია - „ლიბერთის“ მთავარი ძალა ჩვენიანებშია!
„ვისოლ ჯგუფმა“ დღეს ერთდროულად „საბვეის“ კიდევ 3 რესტორანი გახსნა
„ევექსის“ ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრი „კარავი“ გაიხსნა
ტექტო ჯგუფი: ISO სერტიფიკატის მფლობელი სამშენებლო კომპანია
ზუმერმა Trade-In წარადგინა