მარკეტა გრეგოროვა - გააჩერეთ ეს სიგიჟე, გააჩერეთ “უცხოური აგენტების” კანონი - ტაშს ვუკრავ მამაც ხალხს

მინდა გითხრა, ირაკლი ღარიბაშვილო, რომ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლები არასდროს არ გამოგვიყენებია, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

ევროპარლამენტარი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გააჩეროს "სიგიჟე" და "უცხოური აგენტების" კანონი.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებისგან ბევრი ვერბალური თავდასხმა მიმიღია ჩემი პარტიის პოპულარობის შესახებ, რომ 40% არ გვაქვს. კარგი, მინდა გითხრა, ირაკლი ღარიბაშვილო, რომ ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლები არასდროს არ გამოგვიყენებია. გააჩერეთ ეს სიგიჟე, გააჩერეთ “უცხოური აგენტების” კანონი. ტაშს ვუკრავ ამ მამაც ხალხს”, - წერს გრეგოროვა საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს უკვე რამდენიმე საათია ახორციელებს.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნა მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე