რასა იუკნევიჩიენე “ქართულ ოცნებას“ - გთხოვთ მოუსმინოთ თქვენს ხალხს - ნუ დაანგრევთ თქვენი ქვეყნის მომავალს

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე მმართველ პარტიას მოუწოდებს, მოუსმინოს ხალხს.

როგორც ევროპარლამენტარი „ტვიტერზე“ წერს, “უცხოელი აგენტის” კანონის წინადადება საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკური გზის გაგრძელებას.

„ჩემი მოწოდებაა ყველა პასუხისმგებელ პოლიტიკოსის მიმართ საქართველოში - განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის - გთხოვთ მოუსმინოთ თქვენს ხალხს, ნუ დაანგრევთ თქვენი ქვეყნის მომავალს”,- წერს ევროპარლამენტარი და ეხმაურება თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლების სამუშაოებს შსს უკვე რამდენიმე საათია ახორციელებს.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა