2014 წელს უკრაინის შემდეგ, დღეს საქართველოც ირჩევს საერთო ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს, - ამის შესახებ ბელგიელი ევროპარლამენტარი, გი ვერჰოფშტადტი “ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს, რითაც თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
ევროდეპუტატმა სოციალურ ქსელში ვიდეო გააზიარა, სადაც ასახულია თუ როგორ აფრიალებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ქალი, წყლის ჭავლის ფონზე, ევროკავშირის დროშას.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოს მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, 7 მარტს, საღამოს დაიწყო. მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ.