„ვაგნერის“ ქვედანაყოფებმა სრული კონტროლი დაამყარეს ბახმუტის აღმოსავლეთ ნაწილზე, - ამის შესახებ რუსული კერძო სამხედრო კომპანია “ვანგერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა დღეს განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი, მდინარე ბახმუტკას აღმოსავლეთით, მთლიანად „ვაგნერის“ კონტროლქვეშაა.
უკრაინულ მხარეს ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბახმუტზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში, რუსულ ძალებს გზა აღმოსავლეთ უკრაინის სხვა მნიშვნელოვანი ქალაქების დასაპყრობად გაეხსნებათ.