„საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია“ - მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას

საქართველოს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაცია გმობს კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გამყარებულ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აფერხებს საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივებს.

როგორც „საზოგადოებრივი აზრის კვლევის ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „ამავდროულად ეს კანონპროექტები საფრთხეს უქმნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვების ისტორიულ შესაძლებლობას, რაც საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნება და ცივილიზაციური არჩევანია“.

„კანონპროექტების მიღება არყევს დემოკრატიის საფუძვლებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებების რეალიზაციას და ზღუდავს მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების სრულფასოვან მონაწილეობას საზოგადოებრივ პროცესებში. ამასთან ეს საკანონმდებლო ინიციატივა აჩენს ღრმა უფსკრულს საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელთა წვლილი გადამწყვეტია ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის მშენებლობაში.

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს ანტიკონსტიტუციური, საქართველოს მოსახლეობის ნების საწინააღმდეგო კანონპროექტების მიღება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ქვეყნის მშვიდობიან და დემოკრატიულ განვითარებას“, - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა