ბორის ყურუა - დადასტურებულად ვიცი, რომ დაკავებულ ზურაბ ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები აქვთ

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი წევრის, ბორის ყურუას განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები აქვთ, - ამის შესახებ ყურუამ, ჟურნალისტებს თბილისის სამმართველოსთან განუცხადა.

როგორც ბორის ყურუა განმარტავს, პარლამენტთან დღეს დაგეგმილ აქციაზე გაცილებით მეტი ადამიანი მივა, ვიდრე გუშინ იყვნენ.

„გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ შეცდომა დაუშვა, როცა ეგონა, რომ რუსთაველზე გამოსული ხალხი პოლიტიკური პარტიის მიერ გამოყვანილი ადამიანები იყვნენ. ერთადერთი, პოლიტიკური პარტია, რომლის გამოც, ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ „ქართული ოცნება“ და მისი ქმედებებია. გუშინ, „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქციელით ჩვენი კონსტიტუცია დაარღვია და ადამიანები, რომლებმაც ხმა ამოიღეს, დაშალეს და მათი ნაწილი დააკავეს. დაკავებულია ზურაბ ჯაფარიძე, ნიკა მოსიაშვილი და კიდევ თავისუფლებისმოყვარე სხვა ადამიანები. დადასტურებულად ვიცი, რომ ნიკა მოსიაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს დაზიანებები აქვთ. მაქსიმალურად ეცდებიან, დრო გაწელონ, რომ ამ ადამიანებს საშუალება არ ჰქონდეთ დღეს აქციაზე მივიდნენ. ის, რომ 76-მა ადამიანმა და მათმა მხარდამჭერებმა კონსტიტუცია თავზე გადაგვახიეს, ფაქტია. ჩვენ თუ ამას გავატარებთ, ეს თუ გაუვათ, გარანტიას გაძლევთ, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი ადამიანებისთვის ცხოვრება შეუძლებელი იქნება. გარანტიას ვერ მოგცემთ, რომ დღეს, აქციაზე მისულებს „რობოკოპები“ არ გცემთ, პოლიცია არ დაგიჭერთ და ის ცრემლსადენი გაზი არ დაგწვავთ, მაგრამ ნამდვილად გაძლევთ გარანტიას, რომ თუ ჩვენი ევროპული მომავლისთვის და შვილების მომავლისთვის არ ვიბრძოლებთ, ეს ადამიანები ამ ქვეყნიდან წავლენ, ეს ქვეყანა გახდება ბელარუსია... გუშინ, იმ აქციაზე სამართალდამცავები არ იყვნენ, ეს ადამიანები ბიძინას დამცავები არიან. როცა „რობოკოპები“ გამოიყვანეს, ადამიანები არ გარბოდნენ, პირიქით, უფრო გაბრაზდნენ. ამ ხალხის დაკავება, ცემა, არავის შეაშინებს, უფრო გააბრაზებს და უფრო უარესი იქნება, უფრო ბევრი ადამიანი გამოვა დღეს“, - განაცხადა ყურუამ.

ცნობისთვის, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 66 ადამიანი დააკავეს. მათ შორის არის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს